ტრენინგის პირველი დღის ანგარიში
სოფიო მიქიაშვილი
вторник, 26 августа 2014 г.
четверг, 15 декабря 2011 г.
პროექტის სახელწოდება: ეკოლოგიური კატასტროფა
პროექტის მთავარი იდეა: კლასში ვუჩვენებ ფირს დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ, დავსვამ კითხვებს ფილმის ირგვლივ,კლასს შევთავაზებ საპროექტო იდეას და შევთანხმდებით პროექტის სამუშაო გეგმაზე, გადავანაწილებ სამუშაოებს, შევთახმდებით დროზე.
პროექტის აქტუალობა: xx საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ და წინსვლამ დედამიწის მოსახლეობა მიიყვანა ეკოლოგიურ კატასტროფამდე. ამ პრობლემამ ჩვენც, საქართველოს მოსახლეობასაც არ აგვარიდა თავი. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა, ისევ ჩვენ ადამიანები ვართ. აქედან გამოსავალი ისევ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ამიტომ ამ პრობლემის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ. მნიშვნელოვანია ამ საქმეში მოსწავლე–ახალგაზრდობის ჩართვა, მათი სწორად აღზრდა. მათ უნდა გავუღვივოთ ბუნების სიყვარული, მიხვდნენ, რომ ისინი ბუნების განუყოფელი ნაწილი არიან, რომ უნდა გაუფრთხილდნენ, დაიცვან და გაამრავალფეროვნონ ის, თუ სურთ, რომ იყვნენ ჯანმრთელნი და ყავდეთ ჯანმრთელი მომავალი.
ვთვლი , რომ ეს აქტუალური თემაა დღევანდელ სიტუაციაში. ბევრს ვლაპარაკობთ და ვწერთ ამ საკითხის შესახებ, მაგრამ ჩვენ საქმით უნდა შევძლოთ ჩვენი წვლილის შეტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში.
პროექტის მიზნები: პროექტის ძირითადი მიზანია სერიოზულად დააფიქროს მოსწავლეები ამ პრობლემის სირთულეზე. გაითავისონ ეს პრობლემა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხსნა მათ ხელშია, გაუჩნდეთ სუვილი უშუალო მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქალაქის, ქვეყნისა და საერთოდ დედამიწის გადარჩენის საქმეში. ჩართონ ამ საქმეში ყველა ვინც მათ ირგვლივაა. დადგნენ ბუნების დაცვის სადარაჯოზე.
შედეგად მივეღებთ სუფთა, მოწესრიგებულ ქუჩებს, ეზოებს, დასასვენებელ პარკებს, ზღვის სანაპიროებს, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურ სისუფთავეს.
მოსწავლეები შექმნიან ცხრილებს, დიაგრამებს, საპრეზენტაციო ნამუშევრებს. მოპოვებულ ინფორმაციას განათავსებენ ბლოგზე, შექმნიან თავიან ვებ–გვერდს. ერთად იმსჯელებენ მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილების გზებზე.
მონაწილეთა ასაკი:13, 15 წლის
ვადები/ხანგრძლივობა: 2–3 თვე
მოსალოდნელი შედეგები: პრეზენტაცია, სტენდი, სლაიდები
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პრესა, ფოტოაპარატი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
.დავყოფ მოსწავლეებს 3 ჯგუფად,
.გადავუნაწილებ დავალებებს ჯგუფებს:
–პირველ ჯგუფს მივცემ დავალებას შეაგროვონ ინფერმაცია ,თუ რა იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებს ,მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში.წარმოადგინონ დავალება პრეზენტაციის სახით. გამოიყენონ პროექტორი სლაიდების საჩვენებლად. გამოუშვან კედლის გაზეთი.
–მეორე ჯგუფს დავავალებ გამოიკვლიონ თუ რა საერთო ეკოლოგიური პრობლემებია მსოფლიოსა და საქართველოში, ინფორმაცია მოიძიონ პრესასა და ინტერნეტში. წარმოადგინონ დავალება პრეზენტაციის სახით. გამოუშვან კედლის გაზეთი.
–მესამე ჯგუფს დაევალებათ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტსა და პრესაში, თუ როგორ შეიძლება გამოვასწოროთ შექმნილი მდგომარეობა, შეუძლიათ წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებებიც. დავალებას წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. გამოუშვან კედლის გაზეთი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: რუსული, ისტ–ი, გეოგრაფია.
პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო მიქიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sofiomikiashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.sofiomikiashvili.blogspot.com/
Подписаться на:
Сообщения (Atom)